|
2018-05-16 12:12:43, 2870 ნახვა
მსოფლიო
პალესტინის პრეზიდენტმა ვაშინგტონიდან ელჩი გაიწვია
პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, ვაშინგტონიდან ელჩი გაიწვია. „როიტერის“ ინფორმაციით, პალესტინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ელჩი სამშობლოში ოთხშაბათს დაბრუნდება. ასევე, გაწვეულია პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ჰუსამ ზომლოტიც. შეგახსენებთ, რომ 14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზას სექტორის საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინური ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოკლულია 58 ადამიანი, მათ შორის მოზარდები. დაშავებულთა რიცხვი 2 700-ს აღემატება, მათგან 130 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)