|
2018-05-15 11:06:43, 2548 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ის, რასაც ისრაელი აკეთებს, გენოციდია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის სამხედრო ძალების გუშინდელ ქმედებას გენოციდად აფასებს. ერდოღანმა ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა მას შემდეგ, რაც გუშინ ისრაელის შენაერთებმა ღაზას საზღვართან 58 პალესტინელი მოკლეს. „ის, რასაც ისრაელი აკეთებს, გენოციდია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან ხდება ეს – ისრაელიდან თუ აშშ-დან. ვგმობ ამ ჰუმანიტარულ დრამას, ამ გენოციდს“, – განაცხადა ერდოღანმა. ამასთან, თურქეთმა აშშ-დან და ისრაელიდან თავისი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბექირ ბიზდაგმა განაცხადა. ასევე, პალესტინელებთან სოლიდარობის ნიშნით თურქეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, რომ 14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზას სექტორის საზღვართან ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)