|
2018-05-13 22:49:09, 824 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ესტაკადაზე ხიდის მალების, ე.წ კოჭების ბურჯზე მიერთების სამუშაოები დასრულდა
ბათუმის ესტაკადაზე ხიდის მალების, ე.წ კოჭების ბურჯზე მიერთების სამუშაოები დღეს დილით დასრულდა. დასრულების ეტაპზე მყოფი უნიკალური საინჟინრო სამუშაო 8 კოჭის ბურჯზე დალაგებას და მიერთებას გულისხმობდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთხელ გაეცნო და ხიდის მერვე, ბოლომალის ბურჯზე დაერთების პროცესს ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად დაესწრო. აჭარის მთავრობისთავმჯდომარის ზურაბ ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხიდის მშენებლობა 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია გზის გახსნას ვადაზე ადრე, მაღალი ტურისტულისეზონის დაწყებამდე გეგმავს. როგორც ზურაბ პატარაძე აცხადებს, სამომავლოდ ბათუმის ესტაკადა უმნიშვნელოვანესროლს შეასრულებს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვისა და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურადგანხორციელებაში, რაც დადებით როლს ითამაშებს რეგიონის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების საქმეში.
(NS)
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





