|
2018-05-08 11:29:35, 761 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კამპანიას „ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ უერთდება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ახალი კამპანია „ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ დაიწყო. საინფორმაციო კამპანიის მიზანია მაღალი არტერიული წნევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომლის ფარგლებში, მაისის თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია, უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია. კამპანიას უერთდება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე თვის ყოველ ხუთშაბათს, „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკასა“ და „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ აჭარის ჰოსპიტალური სექტორის წამყვანი კარდიოლოგები ჩაატარებენ უფასო სამედიცინო გასინჯვებს. ასევე, ქვეყნის მასაშტაბით სააფთიაქო ქსელების 771 ფილიალში, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წნევის საზომი აპარატები განთავსდება, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაიგოს საკუთარი წნევის ციფრები. ასევე, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები. არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. ის სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. საქართველოში, მისი მაჩვენებელი 18-69 წლის პოპულაციაში 37.7%-ია. ჰიპერტენზიის მკურნალობის პროცესში წარმატებას ექიმის მიერ, სწორად შერჩეული რეგულარული მკურნალობა განსაზღვრავს.
(NS)
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





