13:25 - 26 Sep, 2026
|
2018-05-07 15:33:16, 2555 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი: ჩემი არჩევის შემთხვევაში, ხელისუფლებაში ოლიგარქების ადგილი არ იქნება
სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში ხელისუფლებაში თანამდებობებს ოლიგარქები არ დაიკავებენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. ამასთან, ფაშინიანის თქმით, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მიმართ ვენდეტა არ განხორციელდება. "მინდა ვთქვა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ არანაირი ვენდეტა არ იქნება. ასევე მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ ხელისუფლებაში არც ერთი ოლიგარქი არ იქნება", - განაცხადა ფაშინიანმა. ცნობისთვის, ხვალ სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევის მეორე ტური გაიმართება. პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციოონერი დეპუტატი და ანტისამთავრობო აქციების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)