13:24 - 26 Sep, 2026
|
2018-05-06 11:12:56, 2001 ნახვა
მსოფლიო
ლიბანში დღეს საპარლამენტო არჩევნებია
ლიბანში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს წევრებს 2009 წლის შემდეგ პირველად აირჩევენ. BBC-ის ცნობით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე გაიხსნა. წინასწარი პროგნოზებით, პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები მოხვდებიან, რომელთაც კოალიციური მთავრობის ფორმირება მოიწევთ. არჩევნებში ლიბანის პრემიერ-მინისტრ საიდ ალ-ჰარირის პოლიტიკური მოძრაობაც მონაწილეობს. კენჭისყრის პირველი წინასწარი შედეგები დღეს, ღამით გახდება ცნობილი. ლიბანის ისტორიაში პირველად, არჩევნები ხმის მიცემის პროპორციული სისტემით ჩატარდება. არჩევნები 2013 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გამო, დეპუტატებმა მანდატი რამდენჯერმე გაიხანგრძლივეს. ლიბანის პარლამენტში სულ 129 დეპუტატი შევა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)