|
2018-05-03 10:37:31, 1648 ნახვა
საზოგადოება
მეტროს მემანქანეები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ
თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები დღეს აღარ გაიფიცებიან. როგორც მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „ერთობა 2013″-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ განაცხადა, ისინი სასამართლოს განჩინებას ემორჩილებიან, რომლის მიხედვითაც გაფიცვა 30 დღით გადავადდა. მისი თქმით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ შემთხვევში თუ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობა და დედაქალაქის მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მუშაობას შეაჩერებენ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ნაწილი სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის 45%-მდე გაზრდას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა,რომ 3 მაისს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას. „ამ ადამიანებს შეუძლიათ, ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ – დედაქალაქის მთავრობა და მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას, თქვენც, ვინც გაფიცვას აპირებთ და დაანონსებული გაქვთ და ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეებში და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)