|
2018-05-02 17:44:49, 853 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო
შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ–მასწავლებლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. აჭარის, როგორც ოთხ სეზონზე დასასვენებელი ტურისტული ადგილის პოპულარიზაცია დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. დილიდან უნივერსიტეტის შესასვლელი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების, სამთო-საზღვაო ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული სერვისების ამსახველი ფოტოებითა და ბანერებით გაფორმდა. უნივერსიტეტის სტუდენტები დილიდანვე ჩართულები იყვნენ სხვადასხვა თემატურ მხიარულ შეჯიბრებებში, რომელთა გამარჯვებულებმაც ბათუმში, ზაფხულის ფესტივალზე დასასწრები სამდღიანი საგზური მოიგეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებსა და ლექტორ–მასწავლებლებს სპეციალური პრეზენტაცია ჩაუტარეს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი რეგიონის ყველა სამთო თუ საზღვაო ტურისტული პროდუქტი. პრეზენტაციისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებსაც გაცნობოდნენ, სადაც კარგადაა წარმოჩენილი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები. მათ საჩუქრად დაურიგდათ რეგიონის აჭარის ამსახველი სარეკლამო–საინფორმაციო მასალებიც. ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმური ბენდის „ასეა სულ“ კონცერტით დასრულდა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ ვაჩვენოთ, რომ აჭარაში მოგზაურობა და დასვენება წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძლება. ჩვენ რეგიონის პოპულარიზაცია დავიწყეთ თელავის უნივერსიტეტიდან, სადაც ძალიან დიდი ინტერესი დაფიქსირდა აჭარის მიმართ. სტუდენტები დილიდან აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენს ღონისძიებაში და დეტალური ინფორმაცია მიიღეს თუ როგორ და სად შეუძლიათ იმოგზაურონ აჭარაში ყოფნისას. შიდა ტურიზმი არის ტურიზმის განვითარების ღერძი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პრეზენტაციები, პროექტები გამოაცოცხლებს შიდა ტურიზმს და ხელს შეუწყობს აჭარაში ახალგაზრდების მოზიდვას და ზოგადად ტურიზმის განვითარებას, “ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ. თელავის შემდეგ აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ხვალ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ–მასწავლებლები გაეცნობიან. 3 მაისი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(NS)
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





