12:46 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 11:16:04, 2183 ნახვა

მსოფლიო
სპეცპროკურორმა დონალდ ტრამპს შესაძლოა სასამართლო უწყება გამოუწეროს

სპეციალური პროკურორი რობერტ მუელერი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სასამართლოში დაკითხვაზე დაბარებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს იტყვის.

BBC-ის ცნობით, მიულერის თქმით, სასამართლო უწყება ტრამპს აიძულებს შეხვდეს გამომძიებლებს. 

მედიის ცნობით, ტრამპის იურისტებმა მუელერს განუცხადეს, რომ ოფიციალურად პრეზიდენტი ვალდებული არ არის საგანგებო პროკურორის კითხვებს უპასუხოს. მუელერმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ ტრამპი შეიძლება სასამართლოში დაიბარონ და ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა გაფართოვებული შემადგენლობის წინაშე მოუწევს წარდგომა. 
მედიის ინფორმაციით, ეს საუბარი მარტში შედგა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მუელერმა ტრამპის ადვოკატებს  40-ზე მეტი კითხვისგან შემდგარი სია გადასცა,  რომელმაც შეიძლება პრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics