|
2018-05-01 13:36:49, 2249 ნახვა
საზოგადოება
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - ლგბტ აქტივისტებმა სოფო კილაძე ფაშიზმში დაადანაშაულეს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ლგბტ თემის აქტივისტებსა და კომიტეტის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქტივისტებმა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს რამდენიმე კითხვით მიმართეს, მათ შორის თუ რატომ არ აღინიშნება ქვეყანაში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე (17 მაისი). სოფო კილაძემ მათი კითხვები უპასუხოდ დატოვა, რის გამოც სხდომაზე ურთიერთშელაპარაკება მოხდა. აქტივისტებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტი და მისი თავმჯდომარე ფაშიზმში დაადანაშაულეს. „მე დღეს ვერ ჩავდივარ, ჩემი მშობლების, ჩემი დედის, ჩემი ბებიის სანახავად, აი მაგით განვსხვავდებით მე და თქვენ. 12 წელი ვიყავი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი. დღემდე მძულს სკოლაში ფეხის მიდგმა, იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი დღე იყო საშინელი, ყოველი დღე სიკვდილისკენ მიმავალი იყო. დღეს კახეთში ჩემს მშობლებთან არ შემიძლია მისვლა. იმიტომ, რომ საფრთხისშემცველია. ეს არის განსხვავება ჩემსა და თქვენ შორის. თქვენ ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ გაიგებთ ამას, ვერასდროს გაიგებთ იმას, რად მიჯდება აქ დგომა და ამის საუბარი, რადგან ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება ამის გამო და ამას ვერასდროს ვერ გაიგებთ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ თეთრი, ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რომლებსაც ეს პრივილეგია გაქვთ სულით ხორცამდე. მეზიზღებით“, - მიმართა „თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტმა, თაზო სოზაშვილმა კომიტეტის წევრებს. დეპუტატეტბმა ლგბტ აქტივისტებს მოუწოდეს სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ და აღნიშნეს, რომ ისინი სამუშაო პროცესს უშლიან ხელს. ვითარების დაძაბვის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მანდატურებს მიმართეს თხოვნით, რათა აქტივისტები დარბაზიდან გაეყვანათ, თუმცა მათ სხდომა პროტესტის ნიშნად თავად დატოვეს. მანამდე სოფო კილაძე იძულებული იყო ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა, თუმცა ამ დროისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მუშაობა განაახლა. ცნობისთვის, დღეს ლგბტ აქტივისტებმა პარლამენტის შენობასტან აქცია გამართეს. ისინი სოფო კილაძის გადადგომას ითხოვდნენ. გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოსთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი კონტრაქციას მართავდა, რომლის დროსაც აქციის 3 მონაწილე დააკავეს, მთ შორის გურამ ფალავანდიშვილიც. მოგვიანებით აქტივისტებბმა კომიტეტის სხდომაზე დასწრება მოითხოვეს.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)