12:03 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 21:05:57, 2685 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: ივლისის სამიტზე საქართველოს პროგრესი დაფასდება

ალიანსი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას მხარს უჭერს- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები და განამტკიცოს კანონის უზენაესობა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ასევე, დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. საქართველო არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე კონტრიბუტორია ავღანეთში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ივლისის სამიტზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ხაზგასმული იქნება.ფორმა, თუ როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით, დეტალურად გაწერილი არ არის. საქართველომ უნდა გააგრძელოს წარმატებული რეფორმები, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა, გააგრძელოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი საქართველოს წინსვლაში დაეხმარება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანება არის დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღიაა.

„ ნატო-ს გაფართოება იყო ისტორიული წარმატება. გაფართოებამ გაზარდა უსაფრთხოება, თანამშრომლობა და ხელი შეუწყო ევროატლანტიკური რეგიონის კეთილდღეობას.
ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, რომ უსაფრთხოების გასამტკიცებლად აირჩიოს საკუთარი გზა. ეს არის ფუნდამენტური უფლება, რომლის პატივისცემაც უნდა მოხდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი წევრის მიღების თაობაზე, მიიღება ნატო-ს 29 წევრის მიერ. სხვა ვერც ერთი ქვეყანა ჩაერევა წევრობისკენ მისწრაფებისა თუ გაწევრიანების პროცესში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics