|
2018-04-25 18:48:00, 1618 ნახვა
საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტო კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს. დღეს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი ბეზარაშვილი პროგრამაში ჩართულ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს შეხვდა. პროგრამა ითვალისწინებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შემუშავდა წინასწარ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, რომელმაც გამოავლინა 51 მოთხოვნადი პროფესია. პროფესიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ექთნის თანაშემწე, ვებ-პროგრამისტი, მოლარე, სარეკლამო აგენტი, სტილისტი, მდივან-რეფერენდი, შემდუღებელი, ბუღალტერი. გარდა მოკლევადიანი კურსებისა, სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს კერძო დაწესებულებებში სტაჟირების გავლაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების გავლის მსურველი დააკმაყოფილებს კერძო ორგანიზაციის მოთხოვნებს, ვაკანტურ ადგილზე სტაჟირების გასავლელად სახელმწიფო სტაჟიორს ყოველ თვე, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, სტიპენდიის სახით - 200 ლარს გადაუხდის. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია სამუშაო ადგილებზე სწავლება – სტაჟირება, რომელიც უკვე წარმატებით ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად დაწყებულია სუბსიდირების პროგრამა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამაში ჩასართავად სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით განხორციელდება. მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართვის მსურველებმა უნდა მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც შეარჩევენ სასურველ პროფესიას და დარეგისტრირდებიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე პროგრამაში ჩართვის მსურველად. პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პრობაციონერებს და სხვა დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების წარმომადგენლებს. ამით სახელმწიფო მათ უქმნით დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში იმისათვის, რომ გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)