|
2018-04-24 17:38:30, 1361 ნახვა
საზოგადოება
საქველმოქმედო ფონდ „ავერსსა“ და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქველმოქმედო ფონდ "ავერსსა" და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა: საქართველოს სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარები "ავერსის" კლინიკებში მაღალტექნოლოგიურ კვლევებს უფასოდ ჩაიტარებენ. საქართველოს სოლიდარობის ფონდს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2014 წ. 9 ივნისის დადგენილებით ჩაეყარა საფუძველი. ეს ორგანიზაცია ნებაყოფლობითი დონაციებით ფინანსური რესურსების მობილიზებას უზრუნველყოფს. მისი ბენეფიციარების უმრავლესობა ონკოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტია. სწორედ მათი სამედიცინო კვლევების დაფინანსების ვალდებულებას იღებს საქველმოქმედო ფონდი "ავერსი". საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ია მაქაცარია-ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ბენეფიციარების რაოდენობა გამუდმებით იზრდება: - დღეს ჩვენი ბენეფიციარების რიცხვი 500-ს აჭარბებს, ასე რომ, "ავერსის" ეს ინციატივა უდიდესი შეღავათია ფონდისთვის, იმედი და გამოჯანმრთელების შანსია 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის, რადგან მაღალტექნოლოგიური კვლევები ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა მათ გადასარჩენად. პაატა კურტანიძემ, "ავერსის" დამფუძნებელმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი "ავერსის" კლინიკების ულტრათანამედროვე აღჭურვილობას – აქ დამონტაჟებული უახლესი აპარატურა მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. მან ისაუბრა იმ მნიშვნელოვან სიახლეზეც, რომელსაც ივნისიდან ქირურგიის ეროვნული ცენტრი შემოგვთავაზებს: - კლინიკამ შეიძინა ამერიკული წარმოების ოთხი სხივური ამაჩქარებელი, რომელთა მონტაჟიც უკვე მიმდინარეობს. ივნისში პირველ პაციენტებსაც მივიღებთ. ეს არის ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე, უახლესი მეთოდი. თითოეული აპარატის ღირებულება 3 მილიონი დოლარია. ამ სიახლისთვის ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდით. ვაშენებდით ბუნკერებს, სადაც ეს აპარატურა განთავსდება. ვფიქრობ, საქართველოს სოლიდარობის ფონდთან ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ და ბევრ ახალგაზრდას მივცემთ გამოჯანმრთელების შანსს. საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დირექტორმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ფონდი საქველმოქმედო პროექტებზე მილიონობით ლარს ხარჯავს: - საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ვალდებულებას იღებს, დააფინანსოს საქართველოს სოლიდარობის ფონდის ბენეფიციართა მაღალტექნოლოგიური კვლევები. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების გადარჩენასა და გამოჯანმრთელებაში. შპს "ავერსი-ფარმასა" და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი 2017 წლის 26 ივლისსაც გაფორმდა. ამ შეთანხმების ფარგლებში "ავერსის" თანამშრომლების ყოველთვიური ხელფასიდან ხდება თანხის ნებაყოფლობითი დონაცია. "ავერსი" მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, ის არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს და ყოველწლიურად ამისთვის მილიონობით ლარს ხარჯავს. 2013 წელს "ავერსის" თანამშრომლებმა დააარსეს ფონდი ერთმანეთის დასახმარებლად, სახელწოდებით "ავერსელები ავერსელებისთვის", რომელიც ამ ხნის განმავლობაში უკვე 83 ავერსელს დაეხმარა – მათი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის 406 ათასი ლარი დახარჯა. სიკეთე გადამდებია, ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე კი - ამ სიკეთის შედეგი.
(R)
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)