10:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 12:34:41, 1742 ნახვა

საზოგადოება
გამარტივებული საქმისწარმოების სერვისით 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2018 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.

ბიუროს ცნობით, 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში დავალიანების გადახდის შესახებ 11 964 აპლიკაცია შევიდა, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 197 აპლიკანტს უარი ეთქვა წარმოებაზე. 

ამასთან, გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერებმა 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით წარმოებაში მიიღეს 10 080 აპლიკაცია, ხოლო 3 თვის განმავლობაში დაასრულეს 6 022. 3 თვის განმავლობაში დასრულებული საქმეებიდან ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის  ვადაში გადახდა განხორციელდა 56 საქმეზე, ხოლო  დამტკიცდა მორიგება   - 898 შემთხვევაში.

„აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2018 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics