10:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 11:27:33, 1461 ნახვა

საზოგადოება
„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში“ საქართველოს პოზიცია 3 პუნქტით გაუმჯობესდა

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ 2018 წლის „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსს“ აქვეყნებს.

ინდექსში საქართველოს პოზიცია 3 პუნქტით გაუმჯობესდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანა 64-ე ადგილზე იყო, წელს კი, 27.34 ქულით, 61-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

"ქართული მედია პრურალისტულია, თუმცა ჯერ კიდევ პარალიზებულია. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური არხის "რუსთავი 2"-ის გარშემო არსებული მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს საერთო ვითარებაზე. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა სულ უფრო იშვიათი ხდება", - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაციის ანგარიშში, საუბარი ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასაც შეეხო.

"ის გაიტაცეს. საბოლოო ჯამში მუხთარლი აზერბაიჯანში იპოვეს, სადაც 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. 2 ჩინოსანი თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, "პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში" პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: 1 - ნორვეგია, 2 - შვედეთი, 3- ნიდერლანდები, 4 - ფინეთი, 5 - შვედეთი, 6 - იამაიკა, 7 - ბელგია, 8 - ახალი ზელანდია, 9 - დანია, 10 - კოსტა-რიკა.

ევროპის წამყვანი ქვეყნები: გერმანია - 15 ადგილზეა, საფრანგეთი - 33-ე ადგილზეა, 40-ე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს, იტალია - 46-ე ადგილზეა.

რაც შეეხება ამერიკის შეერტებულ შტატებს - ის 45-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი 163-ე ადგილზეა, თურქეთი 157-ე ადგილს იკავებს, რუსეთი 148-ე ადგილზეა, უკრაინა 101-ე ადგილს იკავებს, სომხეთი კი 80 ადგილზეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics