|
2018-04-19 18:11:00, 1113 ნახვა
რეგიონი
ველომრბოლელი ნოდარ ბერიძე შუახევს სტუმრობდა
დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტს მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენის - ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის „საქართველო მშვიდობისათვის“ ფარგლებში ველომოგზაური ნოდარ ბერიძე ესტუმრა. ველომოგზაურს ხულო - შუახევის საზღვარზე და მუნიციპალიტეტის მერიასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. ნოდარ ბერიძემ მათ დაგეგმილი ველოტურის „საქართველო მშვიდობისათვის" შესახებ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისივე განცხადებით, ის ჯუმბერ ლეჟავას გზას სიმბოლურად აგრძელებს და ველოტურების მიზანი , მსოფლიოში ყველა პრობლემის ომის გარეშე მოგვარების მოწოდება, ადამიანთა შორის კავშირების აღდგენა, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისასთვის ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიის და მიღწევების გაცნობაა. ველომრბოლელმა სტარტი 2016 წლის 22 იანვარს თბილისში აიღო და დღემდე ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყანა, სულ 37 000 კილომეტრი გაიარა. მას გასავლელი დარჩა 2500 კილომეტრი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც 26 მაისს თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე საზეიმოდ დასრულებს. ველოტური უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)