07:24 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 11:22:03, 663 ნახვა

რეგიონი
რამაზ ბოლქვაძე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი დასკვნით ეტაპზეა.

მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოების 65% შესრულებულია.  შუახევის დასრულების შემდეგ, უკვე სრულდება ქედის გაზიფიცირებაც.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე დასრულებულია შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელი ხიჭაურიდან ქედამდე და დაბა ქედიდან სოფელ პირველ მაისამდე.

ამ ეტაპზე სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს: ახალშენში, პირველ მაისში. გაზის მილები უკვე ჩადებულია 39 კილომეტრზე. სამუშაოებში ჯამში 80 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. 65 კმ მანძილზე სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

გაზსადენის დანიშნულება სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაა. გაზსადენის ტრასა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას. გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics