|
2018-04-18 16:32:51, 1433 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Flynas შემოდის
პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული გადამზიდავის, ავიაკომპანია Flaynas-ის გენერალურ დირექტორს, ბანდერ აბდულრაჰმან ალ მოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს და რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთის სამი უმსხვილესი ქალაქიდან - ერ-რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით კვირაში სამ-სამი სიხშირით შეასრულებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოთი, როგორც ტურისტული მიმართულებით, ყურის ქვეყნების დაინტერესება. მათ შორისაა, საუდის არაბეთი, საიდანაც 2017 წელს, წინა წელთან შედარებით შედარებით, მგზავრთნაკადი 61 პროცენტით არის გაზრდილი. შეხვედრაზე საუდის არაბეთის ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე ფრენები საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან განხორციელდება. მისი თქმით, დიდია აღნიშნული ქვეყნიდან ტურისტების დაინტერესება საქართველოთი როგორც უნიკალური ტურისტული მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლოდ იგეგმება მარკეტინგული კამპანიის გაააქტიურება საუდის არაბეთში, რომელიც ასევე გაზრდის ტურისტების რიცხვს აღნიშნული ქვეყნიდან. ავიაკომპანია Flynas-თან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ. საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნულმა გადამზიდავმა ოპერირება 2007 წლის თებერვალში Nas Air-ის სახელწოდებით დაიწყო. 2013 წლის ნოემბერში ის ბაზარზე უკვე Flynas-ის სახელით ოპერირებს და ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდს ფლობს. ავიაკომპანია ფრენებს 35 მიმართულებით ასრულებს. თბილისში, ავიაკომპანია Flynas-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Voyager იქნება. 2017 წელს საქართველოში საუდის არაბეთის მოქალაქე 56,252 მოქალაქე შემოვიდა და წინა წელთან შედარებით 176%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2018 წლის 3 თვის მონაცემებით საქართველოშ საუდის არაბეთის 3,406 მოქალაქე შემოვიდა და შარშანდელი წლის 3 თვესთან შედარები82% ზრდა დაფიქსირდა.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)