|
2018-04-18 16:05:57, 1439 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას უკრაინული დელეგაცია გაეცნო
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და განრიდება-მედიაციის პროგრამის გაცნობის მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ უკრაინის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციას ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი შეხვდა. სტუმრებმა მედიაციის სახლი დაათვალიერეს, ასევე, გაეცნენ განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგებსა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას. მედიაციის სახლის შემდეგ უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე მომუშავე უკრაინელმა ექსპერტებმა შეხვედრები თბილისის იუსტიციის სახლში გამართეს. სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე შეხვდა. შეხვედრაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობა და დაგეგმილი სიახლეები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა კოდექსის მიზანი მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზება და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპის გაძლიერებაა. შეხვედრაზე სტუმრები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობასაც გაეცნენ. მოისმინეს ინფორმაცია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამისა“ და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი პროგრამების/პროექტების შესახებ. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის შედეგად 14-დან 21 წლამდე ასაკის 2733 ახალგაზრდა სისხლისსამართლებრივ დევნას განერიდა. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)