|
2018-04-18 13:48:03, 1681 ნახვა
საზოგადოება
„ზედაზენის“ განახლებული ლიმონათი უკვე გაყიდვაშია
ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ბაზარზე განახლებული ლიმონათი „ზედაზენი“ გამოიტანა. კომპანიამ გაითვალისწინა ბაზრისა და ლოიალური მომხმარებელის მოთხოვნები და ლიმონათის რებრენდინგი განახორციელა. „ლიმონათის რებრენდინგის საკითხზე კვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მომხმარებელი მზად იყო ბრენდისგან სიახლე მიეღო. რებრენდინგის შედეგად შეიცვალა 1 ლიტრიანი და 2 ლიტრიანი ფორმატის ეტიკეტი და ბოთლის ფორმა. ეტიკეტი გახდა მომხმარებლისთვის ადვილად შესამჩნევი, მარტივი და დასამახსოვრებელი, ხოლო ბოთლის დიზაინი უფრო დახვეწილი და მოხერხებული“, აცხადებს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი ნინკა მიშელაძე. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა მიქაცაძის განმარტებით კი წარმოებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ „ზედაზენის ლიმონათი“ ლიდერობს გემოვნური თვისებებით, რაც სწორედ მისი შემადგენლობითა და ხარისხითაა განპირობებული. სწორედ ამ ფონზე გადაწყდა, რომ შენარჩუნებულიყო ის მთავარი ინდიკატორი, რომლის მეშვეობითაც „ზედაზენის ლიმონათს“ წლების განმავლობაში ლოიალური მომხმარებელი ჰყავს. „ბაზარი მუდმივად ვითარდება და ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ განახლებული, გაუმჯობესებული პროდუქტი, ამიტომ ახლო მომავალში იგეგმება სხვა ფორმატების განახლებაც. წლიურ ჭრილში ვგეგმავთ გაყიდვების 10% -15% იან ზრდას“, აცხადებს მიქაცაძე. კომპანიის მენეჯმენტი ამბობს, რომ ზრდადი მოთხოვნის ფონზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლიმონათის პორტფელი ყველაზე მოთხოვნად ლიმონათად: მსხლის, ტარხუნისა და ლიმონის ლიმონათი მიიჩნევა.
(R)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)