|
2018-04-16 10:15:10, 1500 ნახვა
საზოგადოება
რომან ფიფია ,,BGEO Group“-ს 994 მილიონი დოლარს ლონდონის საერთაშორისო სასამართლოში ედავება
როგორც ინგლისის საფონდო ბირჟა და ბლუმბერგის საინფორმაციო პორტალი იუწყება, ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში დაწყებულია სამართალწარმოება ბ-ნ რომან ფიფიას („ბ-ნი ფიფია“) სარჩელზე BGEO Group-ის („BGEO“) წინააღმდეგ. BGEO არის ინგლისსა და უელსში რეგისტრირებული კომპანია და მისი აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ბ-ნი ფიფია გახლდათ შპს „რუსთავის აზოტის“, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, აქტივების საბოლოო ბენეფიციარული მესაკუთრე. 2016 წლის აგვისტომდე შპს „რუსთავის აზოტი“ გახლდათ აზოტოვანი სასუქების მწარმოებელი ქარხნის მესაკუთრე და წარმატებით ოპერირებდა მას. 2011 წელს შპს „რუსთავის აზოტმა“ და ბ-ნი ფიფიას კონტროლს დაქვემდებარებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება BGEO-ს შვილობილ კომპანიასთან სს „საქართველოს ბანკთან“. „რუსთავის აზოტის“ ბიზნესი და აქტივები გაიყიდა 2016 წლის სექტემბერში მოწყობილ აუქციონზე („აუქციონი“). ბ-ნი ფიფიას მტკიცებით, ხსენებული აუქციონი ჩატარდა არასწორად, მასში ჩართულნი იყვნენ დაკავშირებული პირები, მათ შორის BGEO, და შპს „რუსთავის აზოტის“ აქტივები გასხვისდა, რეალურ ღირებულებასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად. ბ-ნი ფიფიას სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რომელიც სრულად აანაზღაურებს მისთვის მიყენებულ ზიანს, შეადგენს მიახლოებით 994 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნულ საქმეში, ბ-ნ ფიფიას წარმომადგენლები არიან ლონდონის იურიდიული კომპანიები Blake Morgan LLP და Three Stone. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით შემდგომი ინფორმაციის ნებისმიერი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს Blake Morgan LLP-ს (პარტნიორი Sarah Rees, საკონტაქტო მისამართი: Sarah.Rees@blakemorgan.co.uk).
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)