|
2018-04-05 19:52:56, 1402 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 3 ივლისს შესრულდება. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ბილეთის ფასი 74.99 ლარიდან იწყება და დაჯავშნა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი წარმატები დასრულდა. რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს. "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ამატებს. იწყება ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის, რასაც მივესალმებით. ეს არის ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. ბუქარესტი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში „პატარა პარიზის“ სახელით იყო ცნობილი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა. ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ხელმისაწვდომ ფასად იფრინონ ევროპის კიდევ ერთ დედაქალაქში. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მსგავსი სიახლეები ადგილობრივი ეკონომიკის, ავიაციისა თუ ტურიზმის ინდუსტრიების გაუმჯობესებას და ქვეყნებს შორის საქმიანი კავშირების გაძლიერებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე. 17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე საჰაერო ხომალდი ბაზირდება, რომელიც რეგულარულ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)