|
2018-04-04 16:52:18, 550 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე პოლონურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო „ჰილტონში" პოლონურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს „ბათუმი-ვროცლავი" დაესწრო. ფორუმს აჭარაში ვიზიტით მყოფი ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის წევრები, სილეზიის ვიცე-მარშალი ივონა კრავჩუკი და პოლონური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ფორუმის მონაწილეები სპეციალური პრეზენტაციებით აჭარისა და ქვემო სილეზიის საინვესტიციო, ტურისტულ და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პოტენციალსაც გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ბიზნეს ფორუმს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი, აჭარასა და ქვემო სილეზიაში მოქმედი კომპანიების (ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში) 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ზურაბ პატარაძე მიესალმა ფორუმის მონაწილეებს, ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობას: " დღევანდელი ფორუმი არის საუკეთესო შესაძლებლობა დამყარდეს პირდაპირი კონტაქტი პოლონელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის, დაიგეგმოს და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას, ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის ურთიერთობების გაღრმავებას" - აცხადებს ზურაბ პატარაძე. ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაცია აჭარას 5 აპრილს დატოვებს.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)