16:40 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-31 15:23:08, 1988 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიამ საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე ღონისძიება გამართა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს მიეძღვნა.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა, ივანე პაპიაშვილმა გახსნა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ - ისტორიკოსებმა, მეცნიერებმა, აკადემიის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში: როგორ იბრძოდა ქართველი ერი დამოუკიდებლობის აღსადგენად და როგორ მივიდა ქვეყანა 1991 წლის 31 მარტამდე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე რეფერენდუმი ჩაატარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის წარმომადგენლებმა სტუმრებს გადასცეს ჟურნალი „ანტისაბჭოთა ორგანიზაციები საქართველოში", სადაც 1921 წლიდან ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა აღწერილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics