06:38 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-31 12:26:29, 2208 ნახვა

მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

რადას დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სავჩენკო კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და უკვე 8 დღის განმავლობაში შიმშილობას განაგრძობს.  

"ნადეჟდას სურდა ყურადღება არ გაემახვილებინა შიმშილობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ სისხლიანი ღებინება დაიწყო. ძნელია ამას ყურადღება არ მიაქციო. ნადეჟდა მხოლოდ წყალს სვამს და სურდოს საწინააღმდეგო წვეთები მოითხოვა", - განაცხადა დეპუტატის დამ, ვერა სავჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო 21 მარტს დააკავეს. მანამდე მას დეპუტატის მანდატი შეუჩერდა. 15 მარტს უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრიანის პარლამენტში ტერაქტს გეგმავდა. გარდა ამისა, უმაღლეს რადაში აჩვენეს ვიდეო, სადაც დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მომხრეებთან ერთად უკრაინაში გადატრიალების გეგმას განიხილავს. 23 მარტს სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics