00:27 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-25 23:45:55, 276 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს

რუსეთი მზად იყო არჩევნების შემდეგ კიევთან მოლაპარაკებების განახლებისთვის, თუმცა უკრაინამ მოსკოვზე დარტყმა სცადა და საარჩევნო უბნებზე თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, იტყობინება TASS.

მან განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოგვარების ყველა წინადადება „მაგიდაზეა“, მაგრამ რუსეთმა ჯერ კიდევ უნდა განიხილოს, რა არის მის ინტერესებში. „კიევის ბოლო თავდასხმების შემდეგ, რუსეთი ყურადღებით განიხილავს მშვიდობიან მოგვარების შესახებ თავის გადაწყვეტილებებს. მშვიდობიან მოგვარების შესახებ ყველა გადაწყვეტილება რუსეთის ინტერესების საფუძველზე იქნება მიღებული“, - აღნიშნა პუტინმა.

მან განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში 100-ზე მეტი გემი დააზიანა, როგორც რუსული, ასევე უცხოური დროშის ქვეშ მცურავი.

რუსეთს არ ესმის Ozon-სა და Wildberries-ზე თავდასხმების ლოგიკა. კიევმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაიწყო და ახლა მან უნდა იგრძნოს ამის ზემოქმედება. კიევმა უნდა გაიგოს, რომ არანაირი პროვოკაცია არ გააუმჯობესებს მის პოზიციას. „და რუსეთის პასუხი კიევის თავდასხმებზე იმდენად მკაცრი იყო, რომ კიევმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა“, - დასძინა პუტინმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics