16:40 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 15:01:34, 1754 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი OECD-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ წარმოდგენილი ანგარიშის „ფინანსური რესურსების მობილიზება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ, მისასალმებელ სიტყვაში, მადლობა გადაუხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას და გერმანიის მთავრობას ღონისძიების ორგანიზებისთვის. ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილებების სფეროში  დაფინანსების მოზიდვის საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა და  ყურადღება სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის მიერ მწვანე ინიციატივების მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებების შესახებ ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების მნიშვნელობას და დაფინანსების მოზიდვის საკითხებს.

გამართულ შეხვედრას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, კლიმატის ცვლილების საკითხებში  ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics