|
2018-03-30 14:24:51, 1923 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო. სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ ანგარიშში პირველად მოხვდა საქართველოს ნარკოპოლიტიკის სხვადასხვა მიმართულება დაარა მხოლოდ სამართალდამცავთა საქმიანობა, როგორც ეს იყო შარშან. სამართალდამცავი უწყების მუშაობის პარალელურად, ანგარიშშისაუბარია ნარკომანიის პრევენციის, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის საკითხებსა და საქართველოს საერთაშორისოთანამშრომლობაზე ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება საქართველოსათვის კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად.ქვეყანაში ნარკოტიკის 50 000-მდე ინტრავენური მომხმარებელია და ეს რიცხვი იზრდება; მაღალია მეთადონის, ჰეროინის,ბუპრენორფინისა და სინთეტიკური ოპიოიდების მოხმარების მაჩვენებელიც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა ნარკოდანაშაულის პრევენციისმიმართულებით, კერძოდ, 2017 წელს ჩატარებული კამპანია, რომელიც ნარკოტიკის მოხმარების მავნე შედეგებზე ახალგაზრდებისინფორმირებას ემსახურებოდა. პრევენციული ანტინარკოტიკული კამპანიის სამიზნე აუდიტორია თბილისის, შიდა ქართლის,სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესშიაქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მისიებთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, ადგილობრივ არასამთავრობოორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან. ასეთი მრავალმხრივი თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან დოკუმენტშიდადებითადაა შეფასებული. დადებითად ფასდება სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაც ნარკომანიის წინააღმდეგ; კერძოდ, საპოლიციო ატაშეების რაოდენობის გაზრდა, ასევე, შსს-ში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემის შემუშავება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. უწყებათაშორისი ორგანოს მიზანიანარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება. საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, შეიმუშავებს ქვეყნის სტრატეგიასა დასამოქმედო გეგმას და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)