06:38 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 11:42:52, 1961 ნახვა

მსოფლიო
აშშ - დიპლომატების გაძევებაზე მოსკოვის გადაწყვეტილება, სამომავლო ურთიერთობების გაუარესებაზე მიანიშნებს

ამერიკელი დიპლომატების გაძევების თაობაზე მოსკოვის გადაწყვეტილება, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამომავლო ურთიერთობების გაუარესების მანიშნებელია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურში განაცხადეს.

როგორც თეთრ სახლში განმარტეს, მოსკოვის ქმედება მათთვის მოულოდნელი არ იყო.

„რუსეთის ნაბიჯი ამერიკელი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესების მომასწავლებელია. აშშ-სა და ათეულობით ქვეყნის მიერ არადეკლარირებული რუსი ჯაშუშების გაძევება ადეკვატური პასუხი იყო რუსეთის მიერ ბრიტანეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთიდან 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებენ. მისივე განმარტებით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება  „სკრიპალის საქმეზე“ აშშ-ის მიერ 60 რუსი დიპლომატის გაძევებამ და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვამ განაპირობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics