|
2018-03-29 14:11:27, 953 ნახვა
რეგიონი
დღეიდან შუახევს ჯიპის ტიპის 2 სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი სპეცმანქანა მოემსახურება
დღეს შუახევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი ორი სპეცმანქანა გადაეცა. ახალი ტრანსპორტი მუნიციპალურ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა. განახლებული ავტოპარკი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან, მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და რაიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე. რეგიონის პირველი პირი შუახევის რაიონულ სამსახურში შეკრებილ მედ-პერსონალს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ყოველდღიურად გაწეული საქმიანობისთვის.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მაღალმთიანი სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანები. შედეგად გაიზრდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესდება სამედიცინო სერვისი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გადასცა. დღეისთვის,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 232 ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანით განახლდა. ამათგან, 10 რეანომობილი კლინიკებს შორის მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. 222 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან - 80 საშუალო და 120 მაღალი გამავლობისაა, ხოლო 22 ჯიპის ტიპის მანქანით კი, გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეა შესაძლებელი. რეგიონებში, ავტოპარკის განახლების პროცესი 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|






