06:00 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 16:18:53, 2239 ნახვა

მსოფლიო
Tass - კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი შესაძლოა, მიზანმიმართულად გააჩინეს

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი შესაძლოა მიზანმიმართულად გააჩინეს, - ამის შესახებ Tass წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სააგენტოს წყარო აცხადებს, აღნიშნული ვერსია მოწმეების ჩვენებებითაც დასტურდება.

"სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი გარედან ღია ცეცხლის წყაროს შეტანა გახდა. ხანძარი მშრალ აუზში გაჩნდა, სადაც პარალონი იყო ჩაფენილი. გარდა ამისა, ასევე სხვა ვერსიების განიხილება. ხანძრის დროს არ ჩაირთო განგაში და სავინტილაციო სისტემა გაუმართავი იყო“, - განაცხადა წყარომ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილების უმეტესობა კინოდარბაზში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics