|
2018-03-28 13:37:42, 2204 ნახვა
მსოფლიო
აღმოსავლეთ ღუთაში სასმელი წყალი მხოლოდ ბაშარ ასადის მხარდამჭერებს დაურიგეს (ვიდეო)
სირიაში, აღმოსავლეთ ღუთაში, სადაც საომარი მდგომარეობაა, სასმელი წყალი მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ მოსახლეობას დაურიგეს, - ამის შესახებ Middle East Eye იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სირიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მედიამ აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა. "დღეგრძელობა ბაშარ ასადს",- სწორედ ეს ფრაზა უნდა წარმოეთქვათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სასმელი წყლის მიღება სურდათ. პარლამენტარები ასევე შეკრებილებს ეკითხებოდნენ თუ ვინ იყო მათი პრეზიდენტი - მოქალაქეები კი, ადასტურებდნენ, რომ ეს ასადია. გარდა ამისა, ვიდეოში კიდევ ერთი სამხედრო ჩანს, რომელიც აცხადებს, რომ ყველამ ბაშარ ასადისთვის, თუ ამის საჭიროება დადგა, სიცოცხლე უნდა გაიღოს. დადასტურების შემდეგ ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას წყალს აწვდიდნენ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)