23:49 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 10:57:49, 1926 ნახვა

მსოფლიო
მარკ ცუკერბერგი ამერიკის კონგრესის წინაშე წარდგება

სოციალური ქსელის Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, ამერიკის კონგრესის წინაშე წარდგება.

CNN-ის ცნობით, საქმე Facebook-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენებას ეხება.

როგორც ცუკერბერგთან დაახლოებული წყარო ამბობს, Facebook-ის დამფუძნებელი სულ მცირე, ერთ მოსმენას დაესწრება და კონგრესმენების კითხვებს უპასუხებს.

მანამდე, ცუკერბერგმა ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლაზე უარი განაცხადა.

შეგხსენებთ, რომ 18 მარტს, მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

სხვადასხვა მედია საშუალებაში  გამოქვეყნდა რამდენიმე გამოძიება Cambridge Analytica-ს საქმიანობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიაზე მუშაობდა. ამ მასალების თანახმად, კომპანიამ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 50 მილიონ მომხმარებელზე მონაცემები, რათა უფრო  ეფექტური პოლიტიკური რეკლამა შეექმნა.

Facebook-ის დამაფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხდარის გამო საჯარო ბოდიში მოიხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics