05:59 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 09:55:06, 1803 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინი ჩინეთის ლიდერს, სი ძინ პინს შეხვდა

ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი, პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინ პინს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია“ ავრცელებს.

როგორც სი ძინ პინმა აღნიშნა, მშვიდობის შესანარჩუნებლად და ორი სახელმწიფოს საერთო ინტერესების დაცვის მიზნით, ფხენიანთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდობას შორის კონტაქტების გაძლიერებას და მათ გაფართოვებას, რათა მათ არსებული მეგობრული ტრადიციები მემკვიდრეობით გადავცეთ“, - განაცხადა სი ძინ პინმა.

მისივე თქმით, კიმ ჩენ ინის ვიზიტი მოწმობს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობის გაძლიერებას.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ჩინეთთან პარტიათაშორისი კავშირების გაძლიერებას.

„ჩინეთთან მეგობრობის განვითარება ჩვენი არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტი ჩინეთში 25-დან 28 მარტამდე გაგრძელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics