|
2018-03-23 13:56:54, 666 ნახვა
რეგიონი
თელავის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
თელავის საკრებულოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის " დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი მოქალაქე გიორგი მოსიაშვილს დაუპირისპირდა. დაპირისპირების განმუხტვა სამართალლდამცველებმა შეძლეს. ინციდენტის შემდეგ სხდომა ადგილობრივ მოსახლეობასაც დაატოვებინეს. ცნობისთვის, საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე რუისპირისა და იყალთოს მოსახლეობა დღის წესრიგში გაყიდული მიწების პირველ საკითხად გატანას ითხოვდა. ისინი აცხადებდნენ, რომ რუისპირში 45 ჰექტარი საძოვარი ფარულად გაასხვისეს, იყალთოში კი, კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება. საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშაძემ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რასაც ხმაური მოჰყვა. აღნიშნულის გამო, თხლაშაძემ საკრებულოში საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





