|
2018-03-23 13:26:55, 1548 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი და ესპანეთის ეროვნული ცენტრები მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათის და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INIA) წარმომადგნელებს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. „ჩვენ უნდა მოვახდინოთ ანალიზი და გამოვავლინოთ ის მიმართულებები, სადაც შევძლებთ თანამშრომლობას, გავაუმჯობესებთ ხარისხს და აგრარულ სექტორში გავზრდით მოგებას“, - აღნიშნა INIA-ის დირექტორმა, მანუელ ლაინეზმა. შეხვედრაზე, როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი, ასევე INIA-ის კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა ძირითადი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს მეცხოველეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი გააცნო. ესპანური მხარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და INIA-ის კვლევით ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადებას, სასწავლო პროგრამების ორგანიზებას, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. „მემორანდუმის ფარგლებში მოხდება ახალგაზრდა სპეციალისტების ესპანეთის წამყვან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სასწავლებლად მივლინება, სანაშენე საქმიანობის განვითარება, ხელოვნური განაყოფიერების თანამედროვე მიდგომების დანერგვა, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაფართოება, ასევე, გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნებისთვის ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პროექტები განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას“, -აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ. ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის და ჯიღაურას ბაზები დაათვალიერეს.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)