|
2018-03-23 10:46:23, 756 ნახვა
რეგიონი
მაშველებმა 14 წლის ბიჭი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს
მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი 14 წლის მურმან ფუტკარაძე დღეს დილით ჩირუხის წყალში იპოვეს. სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია. შემთხვევა შუახევში, სოფელ შუბანში 4 დღის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად ჩავიდა. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის 12 ბრიგადა და 70 მეხანძრე მაშველი და 3 მყვინთავი იყო ჩართული, მათ შორის ბათუმიდან, თბილისიდან, ქედიდან და ხულოდან. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ. გარდაცვლილი ბიჭის, მურმან ფუტკარაძის ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მიუსამძიმრეს. მთავრობის თავმჯდომარემ მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





