|
2018-03-22 15:15:13, 760 ნახვა
რეგიონი
„გიდის პროფესია“ - წიგნის პრეზენტაცია ბათუმში
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო გამოუშვა. „გიდის პროფესია“ ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს სასტუმრო ვინთემში გაიმართა. შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა სიტყვით გახსნა. თავმჯდომარემ სახელმძღვანელოს შექმნის მიზანზე, მნიშვნელობასა და გიდებისთვის პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ეს სახელმძღვანელო იქნება სამაგიდო წიგნი მოქმედი და დამწყები გიდებისთვის. გიდი არის ქვეყნის სახე და სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა სტუმრებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია ის საჭიროა ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული მარშრუტების შესახებ. ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ რეგიონში მოქმედი გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით და მხოლოდ გასულ წელს 100-მდე გიდი გადავამზადეთ მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. ვფიქრობ, მხოლოდ განათლების დონის ამაღლებით შეგვიძლია იმ გამოწვევებთან გამკვლავება, რაც ამ სფეროში გვაქვს. ბუნებრივია, ერთი წიგნით არ ვაპირებთ გაჩერებას და წელსაც ვგეგმავთ მეორე ნაწილის დაბეჭდვას, რაც უშუალოდ ღვინის მიმართულებას დაეთმობა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. წიგნის პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, რეგიონში მოქმედი გიდები, ტურისტული სააგენტოების, პროფესიული და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა წიგნის შინაარსი გააცნო. სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს მოქმედ და დამწყებ გიდებს პროფესიის ათვისებასა და დახელოვნებაში. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც წელს გამოიცა აღწერილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ექსკურსია და მისი არსი, გიდის მიერ ექსკურსიის მომზადება, ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ექსკურსიის ჩატარების ხელოვნება, სამედიცინო კომპეტენციები და პირველადი სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, წიგნში განთავსებულია საქართველოს, აჭარის მოკლე ისტორია და ძირითადი ტურისტული მარშრუტები. გიდის პრაქტიკული სახელმძვანელოს I ნაწილი დაეთმო გიდის პროფესიის თეორიულ ნაწილს, რომელიც დამუშავდა ნიკო კვარაცხელიას სახელმძღვანელოს „გიდის ხელოვნება“ და მისივე სალექციო კურსის მიხედვით. მეორე ნაწილის გამოცემა, რომელიც უშუალოდ ღვინის ტურისტულ მიმართულებას დაეთმობა 2018 წელს იგეგმება. გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო შეხვედრის დასასრულს გიდებს საჩუქრად გადაეცათ.
(NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)