|
2018-03-20 13:15:34, 763 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ბარცხანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბარცხანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირსა და ნონეშვილის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე II ფენა ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისიწნებით, ღია სანიაღვრე არხი დაიხურა. ასევე დამონტაჟებულია ბაზალტის ბორდიურები და დეკორატიული ფილები ტროტუარზე. სამუშაოები ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 ქუჩიდან 16 უკვე კეთილმოეწყო. სამუშაოების ღირებულება ჯამში 4 მილიონ 479 ათას ლარს შეადგენს. ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009" ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





