|
2018-03-19 15:01:58, 1026 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმათა 94,1% მიიღო, - ამის შესახებ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის დე-ფაქტო ელჩმა სემიონ გრიგორიევმა განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ-აბხაზია" ავრცელებს. როგორც ე.წ. ელჩმა აღნიშნა, პუტინმა რეგიონში 39 427 ხმა დააგროვა. "ისევე როგორც რუსეთში, ვლადიმერ პუტინმა ოპონენტებს დიდი სხვაობით აფხაზეთშიც გაუსწრო. სხვაობა იყო ერთი, აფხაზეთში მან 20%-ით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ეს რუსეთში მოხდა", - განაცხადა გრიგორიევმა. მისივე ინფორმაციით, "მეორე ადგილზეა „კომუნისტური პარტიის“ კანდიდატი პაველ გრუდინინი, რომელმაც 1029 ხმა (2,46%) მიიღო. მესამე ადგილზე „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ვლადიმერ ჟირინოვსკი - 654 ხმით (1,56%) გავიდა, სერგეი ბაბურინმა 286 ხმა (0.68%_ მიიღო, ქსენია სობჩაკმა - 247 ხმა (0.59%) ხმა დააგროვა, ხოლო მაქსიმ სურაიკინმა 98 ხმა მოიპოვა“, - განაცხადა გრიგორიევმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





