|
2018-03-19 14:39:54, 2520 ნახვა
საზოგადოება
IDFI: 2014 წელს ევროპაში შშმ პირების დასაქმებამ 33,6% შეადგინა, საქართველოში - 4,8%
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, ევროკავშირის მიერ შშმ პირების დასაქმება საქართველოს მაჩვენებელს 7-ჯერ აღემატება. კერძოდ, IDFI-ის ანგარიშის თანახმად, ვროპის ქვეყნებში შშმ პირთა დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელი საშუალოდ 33,6%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც საქართველოში - 4,8 პროცენტია. „ძირითადი მიგნებები: სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებას, რის ვალდებულებაც ქვეყანას აღებული აქვს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიხედვით. 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში სულ აღრიცხულია 100,113 შშმ პირი, მაშინ, როდესაც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 118,651 მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღები შშმ პირი, ხოლო 2017 წელს – 125,104. საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 5,172 შშმ ბავშვია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებულია დაახლოებით ორჯერ მეტი – 10,052 სოციალური დახმარების მიმღები შშმ ბავშვი. 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96,102 პირიდან დასაქმებული იყო 34,4% (33 027 პირი). დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 86,2% წარმოადგენდა თვითდასაქმებულს, მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი დანარჩენ მოსახლეობაში შეადგენდა 53,6%-ს. 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96,102 პირიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 4.8% 4,571 პირი. შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელი უარესდება სტატუსის სიმძიმის მიხედვით. მაგალითად, მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) 15 წლის და ზემოთ შშმ პირებიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 3.8%. მნიშვნელოვნად გამოხატული (IIჯგუფი) შშმ პირებიდან – 4.8%, ხოლო ზომიერად გამოხატული (III ჯგუფი) შშმ პირებიდან – 7.8%. 2014 წლის მდგომარებით, ევროპის ქვეყნებში საშუალოდ შშმ პირთა დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელი 33,6%-ს შეადგენს, რაც 7-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს. 2017 წელს მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება შშმ პირებზე მართვის მოწმობებისა და ავტომობილების საცნობი ნიშნების გაცემის თავლსაზრისით. ცნობისთვის, საქართველომ შშმ პირების ხელშეწყობის ვალდებულება 2013 წელს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCPRD) რატიფიცირებით აიღო. სრული ანგარიშის სანახავად გადადით ბმულზე.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)