|
2018-03-19 10:37:03, 1438 ნახვა
საზოგადოება
პაპუნა უგრეხელიძე საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებზე ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაზე მოხსენებით წარდგება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებზე საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინისტექნოლოგიის გამოყენების თემაზე მოხსენებით წარდგება. პაპუნა უგრეხელიძე ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით დაგეგმილ კონფერენციაში „მიწა და სიღარიბე" – 2018: მიწის მმართველობა ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში" მიიღებს მონაწილეობას. იგი მოხსენებით „ბლოკჩეინი - საქართველოს გამოცდილების მეორე ფაზა -გონიერი კონტრაქტები" თემატურ პანელზე „ბლოკჩეინის ტექნოლოგია მიწის ადმინისტრირებაში - გამოყენების მაგალითები" წარდგება. პაპუნა უგრეხელიძე უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაზე დეტალურად ისაუბრებს. საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ასევე, დეცენტრალიზებული მარკეტინგის პლატფორმის - HOQU-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ნიუ იორკის ბიტკოინის კონფერენცია 2018." იგი შეხვედრაზე მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან ერთად ისაუბრებს ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე, ბლოკჩეინის მარეგულირებელ სისტემაზე და ICO 2018 წლის სტანდარტებზე. კონფერენციაზე მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების მაგალითებსაც განიხილავენ. პაპუნა უგრეხელიძე მონაწილეობას მიიღებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ „ინოვაციური დიალოგების" ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნულ შეხვედრაზე გაეროს ექსპერტებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნობსსაქართველოში მიმდინარე ტექნოლოგიურ რეფორმებს. საქართველოს გამოცდილებას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ ასევე UNDP ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ბიუროსთან შეხვედრაზე. სამომავლო თანამშრომლობის განხილვის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე, შეხვედრა გაიმართება, ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკთან (IADB), რომელიც ლათინურ და კარიბის ზღვის ქვეყნების მთავრობებთან ბლოკჩეინის დანერგვის მიმართულებით მუშაობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამსახურის უფროს მარი ხარძიანთან და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერ ელენე გრიგოლიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს სამუშაო ვიზიტით 19-23 მარტს ეწვევა.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)