|
2018-03-17 16:55:34, 1051 ნახვა
რეგიონი
ბათუმი ჭადრაკში ვაჟთა შორის ევროპის მე-19 ჩემპიონატს მასპინძლობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში" გამართულ ჭადრაკში ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია ,,ფიდეს" დირექტორთა საბჭოს წევრი ჯერსი ბორგი, აჭარის ა/რ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხეისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა, ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატის ღონისძიებების ჩატარების მნიშვნლობას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საქმეში და ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. ტურნირში მსოფლიოს 34 ქვეყნის 311 წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს. მსოფლიო თასის საგზურისთვის საქართველოს სახელით 32 მოჭადრაკე იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა. აღსანიშნავია, რომ ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს კონტინენტის პირველობას, პირველად მსგავსი შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა. ევროპის რიგით მე-19 ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის 28 მარტამდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





