|
2018-03-16 16:21:23, 1359 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს, რომელიც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გატარდება. შეხვედრაზე საუბარი კომპანიის მხრიდან მოვალეობების გადაბარების პროცესს შეეხო. ასევე აღნიშნა, რომ 10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას კვლავ „სითი პარკი“ განახორციელებს. 10 აპრილის შემდეგ კი, პარკირების მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს. „შეხვედრის მიზანია, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ის ორგანიზაციული ღონისძიებები სათანადოდ გავატაროთ, რომელიც პარკირების სისტემის უწყვეტ რეჟიმში განსახორციელებლად არის საჭირო. ძალიან კარგია, რომ კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. შესაბამისად, ჩვენ რიგი ღონისძიებების გატარება მათთან ერთად მოგვიწევს იმისთვის, რომ პროცესების გადმობარება სათანადოდ მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. „სითი პარკის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ გადაბარების პროცესს მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, რათა ქალაქში პარკირების მენეჯმენტი უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს. „დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო, სადაც გადაბარების პროცესთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ გადაბარების პროცესი, რომელიც ქალაქში პარკირების მენეჯმენტს არ დააზიანებს“, - განაცხადა კომპანიის იურისტმა ნანუკა ავალიანმა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, იურიდიული სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე ესწრებოდნენ.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)