|
2018-03-16 09:34:30, 1391 ნახვა
საზოგადოება
კალაძე საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მისი თქმით, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება ავტომანქანებს დაზიანებისგან დაიცავს და ტრანსპორტის მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. „ძალიან ბევრი უკმაყოფილო მძღოლია, რადგან მოუწესრიგებელია ეს ინფრასტრქუტურა. ეს საკითხი პირველ რიგში მოგვარდება იქ, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა გამართულია. ჩვენთან ერთად მუშაობს GWP, სილქნეტი და მძღოლებს მალე ეს პრობლემა აღარ ექნებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება დედაქალაქის მერიამ ერთი კვირის წინ დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესი საკომუნიკაციო ჭების სახურავების ასფალტის საფარის ნიშნულთან გათანაბრებას ითვალისწინებს. სამუშაოები ჩატარდება როგორც საკანალიზაციო, ასევე, სანიაღვრე ჭებზე. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე: რუსთაველის გამზირზე, ჭავჭავაძის გამზირზე, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებზე, ასევე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოებს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორთან ერთად, რამდენიმე საკომუნიკაციო კომპანია აწარმოებს. რეაბილიტაციის პროცესი, დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე წლის ბოლომდე გასტანს. თბილისის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა. (NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)