|
2018-03-14 17:56:44, 2078 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს - სამეფო ოჯახი მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრება
მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან და სამეფო ოჯახის წევრები მსოფლიოს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში ტარდება, არ დაესწრებიან, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც მეიმ განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ყოფილ აგენტ სერგეი სკრიპალზე თავდასხმაა, რომელიც პრემიერის თქმით, რუსეთმა განახორციელა. მისივე თქმით, ქვეყანა რუსეთთან უმაღლეს დონეზე ორმხრივ კონტაქტებს წყვეტს. „ამ ინციდენტის შემდეგ ურთიერთობებს ძველ დონეზე ვერ შევინარჩუნებთ. ამიტომ, უმაღლეს დონეზე ყველა ორმხრივ კონტაქტს ვწყვეტთ“, - განაცხადა მეიმ და დასძინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტს, რომელიც ლონდონშია მიწვეული უკვე გაუქმებულია. ცნობისთვის, მანამდე ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. მისი თქმით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)