|
2018-03-12 13:55:44, 1710 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტისვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოშიინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. "საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტის მთავარი მიზანია, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისკიდევ უფრო მეტი ყურადღების და მხარდაჭერის მოპოვება საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი დემოკრატიულიგანვითარებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატები არის ის ქვეყანა, რომელიც გლობალური მოთამაშე და თავისუფლებისათვის მებრძოლი პატარა ერებისწარმატების გარანტორია. ჩვენ გვექნება მაღალი რანგის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და კონგრესში. ეს არის ის სივრცე, სადაცსაქართველო ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ორივე პოლიტიკური პარტიის მხრიდან; ამავდროულად, ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნიამუდმივი ინტერესები საქართველოში, აქვს მუდმივი ინტერესები რეგიონში, რომელთა უზრუნველყოფა ხდება ზუსტად ამ პოლიტიკურ სივრცეში. კიდევერთხელ, დღისწესრიგში დაყენებული იქნება საქართველოს ოკუპაციის საკითხი და ჩვენ ველით ძალიან საინტერესო შეხვედრებს",- განაცხადა საქართველოსეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან, გიორგი მარგველაშვილიმონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში, ასევე გიორგი მარგველაშვილი ჯორჯთაუნის უნივერისტეტსაცესტუმრება, სადაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს და საჯარო ლექციას წაიკითხავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო სადილი ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობასთან; ასევე,მონაწილეობა ჰადსონის ინსტიტუტში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოსვლა ფონდში Heritage. ვაშინგტონში გიორგიმარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შეხვდება.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)