|
2015-05-18 15:42:21, 821 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ჩინეთში საქმიანი შეხვედრები დაიწყო
ანაკლიის პორტის განვითარების პროექტთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ჩინეთში პოტენციურ პარტნიორებს ხვდება. კონსორციუმის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, პარტნიორებთან ერთად, 7 უმსხვილესი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრების მიზანს ანაკლიის პორტის პროექტში პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკება წარმოადგენს. ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ოთხი მიმართულებით გეგმავს. ეს არის მშენებლობა, ოპერირება, გადაზიდვები და დაფინანსება. ჩინეთში კონსორციუმის წარმომადგენელთა მასპინძელი არის ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის საერთაშორისო კორპორაცია (CRCCI). კონსორციუმის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან უმსხვილესი ჩინური კომპანიების China Ocean Shipping (Group) Company, The Export-Import Bank of China, China Development Bank, China Export and Credit Insurance Corporation, International Department of the Central Committee of the CPC და TEDA- Tianjin Economic-Technological Development Area წარმომადგენლებს. აპრილში, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ხელი უკვე მოაწერა ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ ჩინეთის უმსხვილეს პორტ ოპერატორთან, Qingdao Port International, რომელმაც პროექტის მონაწილეობასთან დაკავშირებით უკვე გამოხატა ინტერესი. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის პორტის განვითარების პროექტში პარტნიორობის სურვილი ასევე გამოხატეს ამერიკულმა და ევროპულმა საფინანსო ორგანიზაციებმა OPIC, US Exim Bank-ს, DEG და FMO. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც აერთიანებს „თიბისი ჰოლდინგსა“ და „კონტი ჯგუფს“ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის ბოლო ეტაპზე მონაწილეობს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გასული წლის აგვისტოში გამოაცხადდა. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა საერთაშრისო და ადგილობრივმა კომპანიამ, რომელთაგან, ბოლო ეტაპზე მხოლოდ 2 კომპანია მონაწილეობს. წინასწარი გათვლებით, პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს - 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს - 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს არანაკლებ 40 მლნ ტონა). პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. გეგმის მიხედვით პორტის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაიწყოს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)