13:15 - 20 Oct, 2026
|
2018-03-08 13:09:09, 2231 ნახვა
სამართალი
პროკურორი: დღეს მოწმეები ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრებენ
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას დაცვის მხარის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის ბრალდებებს უპასუხა. პროკურორმა უარყო, რომ ბრალდების მხარე მოწმეებზე ზეგავლენას ახდენს. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, პროცესზე წარმოდგენილი მოწმეები უშუალოდ ფაქტის შემსწრეები არიან. "დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი მოწმეები არიან მნიშვნელოვანი მოწმეები. ისინი ხორავას 4-ში განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალურად ისაუბრებენ. მოწმეების დაკითხვას დაცვის მხარე ჯვარედინი წესით დაიწყებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს უფლება დაკითხოს მოწმეები",-განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)