|
2018-03-07 21:52:24, 2434 ნახვა
სამართალი
ვარკეთილში, მამაკაცმა ცივი იარაღით 4 პირი დაჭრა, შემდეგ კი, თვითდაზიანება მიიყენა
„მიმდინარე წლის 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს ავტობუსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა - 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს - ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს, 1965 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1967 წელს დაბადებულ ვ.ი.-ს და 1961 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა. ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია. დაჭრილი პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)